რამდენად მნიშვნელოვანია ორთოპედიული ბალიშების გამოყენება?
თანამედროვე სამყაროში ორთოპედიულ ბალიშებს ადამიანები სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე იყენებენ. გადატვირთული სამუშაო გრაფიკი,
დიდხანს კომპიუტერთან ჯდომა თუ ხანგრძლივი მგზავრობა - ხშირად ხდება კისრისა და წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზი. ამ პრობლემების დროს კი ორთოპედიული ბალიშების გამოყენება სხეულის ანატომიურად სწორ მდგომარეობაში ფიქსაციის ხარჯზე დისკომფორტის მოხსნას უწყობს ხელს. ორთოპედიული ბალიშები არსებობს სხვადასხვა ფორმისა და ფუნქციის, რომელთა გამოყენებაც რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც კისრისა თუ წელის არეში დაჭიმულობის შეგრძნება და ძილის პრობლემები აწუხებთ. ძილის პრობლემებისა და კისრის დაჭიმულობის დროს ეფექტურია კისრის ორთოპედიული ბალიშის გამოყენება, რომელიც იდეალურად აფიქსირებს თავისა და კისრის მიდამოს. მისი ტარება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზისა ან თავის ქრონიკული ტკივილის დროს. ორთოპედიული ბალიშები არა მარტო მშვიდი და ღრმა ძილის გარანტიას იძლევა, არამედ სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის, წელისა და კისრის ტკივილის აღმოფხვრასაც უწყობს ხელს.
მაღალხარისხიანი სამედიცინო ბალიშების ფართო არჩევანს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა” სთავაზობს. აღნიშნული პროდუქცია ლატექსის
მასალისგანაა დამზადებული, გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს, რომელიც მარტივად იხსნება და ირეცხება. ეს კი გამოყენების პროცესს უფრო მეტად კომფორტულს ხდის. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ცნობილი თურქული ბრენდების - Morsa Cyberg/მორსასა და BERGER/ბერგერის სამედიცინო ბალიშებს სთავაზობს, მათი შეძენა თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 13 მაღაზიაშია
შესაძლებელი.
ავტორი: ნიუპრესი