"ღამე მუზეუმში" ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში [PHOTO]
„ზაქარია ფალიაშვილი კლასიკური მუსიკის სათავეებთან “ და „ საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე “ – ამ აქტივობებით ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“ აქციას „ღამე მუზეუმში“ შეუერთდა.
ზ. ფალიაშვილის სახ. მემორიალურ სახლ–მუზეუმში მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დიდი ქართველი კომპოზიტორის მოღვაწეობას გაცნობოდნენ და მის მიერ შექმნილი ოპერებიდან არიები მოესმინათ, რომელიც მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მუსიკოსებმა შეასრულეს. აქვე მოეწყო 1921 წლის საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა დ. მხეიძის სახ. ფოტო–კინო მატეანეს მუზეუმში დაცული ფოტომასალის მიხედვით.
ზ. ფალიაშვილის სახ. მემორიალური სახლ–მუზეუმის ხელმძღვანელობამ მუზეუმის დაარსებიდან 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სიმბოლურად, მუზეუმის მიერ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების ანგარიშიც წარადგინა.
ღონისძიების ბოლოს, ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელობისგან ზ. ფალიაშვილის სახლ–მუზეუმის ხელმძღვანელი მარინა სულაქველიძე კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის სიგელით დაჯილდოვდა. მას აგრეთვე, ფასიანი საჩუქრები და „აბესალომ და ეთერის“ პარტიტურის უნიკალური გამოცემა გადაეცა.
აქციას „ღამე მუზეუმში“ შეურთდნენ და ფალიაშვილის მუზეუმში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ოთარ ლორთქიფანიძე და ქალაქის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ავტორი: ნიუპრესი