|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?

 პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე აღიარა, რომ გუნდს „რჩევებით ეხმარებოდა“ - „პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდის დახმარება ჩვეულებრივი რამეა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ოლიგარქი აცხადებს, რომ ოპოზიცია განადგურებულა, რის გამოც მმართველი პარტიის მოდუნების რისკი გაჩნდა.

„როცა გარეთ დასაპირისპირებელი არავინაა, ჩნდება ცდუნება რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ", - აღნიშნა მან.

ივანიშვილმა კორუფციის რისკიც აახსენა: - „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ცდუნებებისგან დაცვა", - ახსნა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი.

"ამით ორ-სამ კაცთან კონსულტაცია ვეღარ იქნება საკმარისი, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე მე ვიქნები გუნდის მრჩეველი, ჩემი მიზანი არაა თანამდებობის დაკავება", - განაცხადა ივანიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი