|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„რატომ უნდა წახვიდეთ საქართველოში?"

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ მსოფლიოს მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოზე (WTTC) დაყრდნობით ავრცელებს ანგარიშს, რომლითაც ჩანს, რომ საქართველო იმ 10 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 
მონაცემები 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყნის მშპ-ში ტურიზმისა და მოგზაურობის წილის ზრდას ასახავს. WTTC-ის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში ტურიზმისა და მოგზაურობის წილის ზრდამ მშპ-ში 19,4% შეადგინა. 

„რატომ უნდა წახვიდეთ საქართველოში? - როგორც ჟურნალისტი კლერ ალფრი წერს, თანამედროვე ეპოქაში თბილისის მოდერნულ შენობებსა და ტრადიციულ აივნებიან სახლებს შესაძლოა ვინმემ ძველმოდური უწოდოს. თუმცა, ახალი სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები დღითიდღე მატულობს, ისტორიულ უბნებში კი რესტავრაცია მიმდინარეობს“, - წერს „ტელეგრაფი“. 

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ერთ-ერთი თაყვანისმცემელი მომღერალი ქეთი მელუაა, რომელიც სწორედ საქართველოში დაიბადა. 
ათეულში ასევე მოხვდნენ ბირმა, ვიეტნამი, ისლანდია, ტანზანია, ტაილანდი, პარაგვაი, ყატარი, აზერბაიჯანი და უგანდა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი