"რაჭაში რაჭველები, სვანეთში სვანები, მთელ საქართველოსთან ერთად გავაკეთებთ სწორ არჩევანს“ (R)
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე ამბროლაურის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ზაზა სოფრომაძემ მოსახლეობას სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო. თავის მხრივ, მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობის მოთხოვნები მოისმინა და მათ საჭიროებებს გაეცნო. გოჩა ენუქიძემ რეგიონის განვითარების გეგმებზე ისაუბრა და ყველა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. „ დიდი იმედი მაქვს, რომ ერთობლივი შრომა შედეგს გამოიღებს. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს, მოსახლეობა ნდობას უცხადებს ხელისუფლებას, ხელისუფლება კი მის ხელთ არსებულ ბერკეტს მიმართავს სწორად და მიზანმიმართულად. მჯერა, 8 ოქტომბერს რაჭაში რაჭველები, სვანეთში სვანები, მთელ საქართველოსთან ერთად გავაკეთებთ სწორ და მართებულ არჩევანს“,-აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.
ავტორი: ნიუპრესი