რაჭაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება
რაჭაში სტიქიის დროს დაკარგულ 4 ადამიანს ეძებენ. 21 დღის განმავლობაში უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შედეგად 29 პირი გარდაცვლილი იპოვეს, მათგან 27 -ის იდენტიფიცირება მოხერხდა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განაცხადებით, საძიებო სამუშაოების პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე.
რაჭის გუბერნატორის თქმით, ასევე პერიოდულად ხდება მონიტორინგი მთებსა და მწვერვალებზე.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს და გეოლოგთა, ექსპერტთა ჯგუფი არის ამ მონიტორინგში ჩართული“, - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
გიგანტური ღვარცოფი შოვს 3 აგვისტოს დაატყდა თავს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა