რაჭაში, სტიქიის ზონაში 6 დაკარგულს ისევ ეძებენ
რაჭაში, სტიქიის ზონაში 6 დაკარგულს ისევ ეძებენ. რაჭის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის თქმით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება ვიდრე დაკარგულების პოვნის მცირეოდენი იმედი მაინც იქნება.
მისი თქმით, ძებნის პერიმეტრი გაზრდილია და სამუშაოები როგორც სტიქიის ეპიცენტრში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს.
3 აგვისტოს შოვში მო,მხდარი სტიქიის შემდეგ 27 მოქალაქის ცხედარია ამოსვენებული. აქედან 25 ცხედარია არის იდენტიფიცირებული.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა