რეგიონული მედიის ასოციაცია ფოთელი ახალგაზრდებისთვის სემინარს გამართავს
30 სექტემბერს 12 საათზე, ფოთში „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ახალგაზრდებისთვის საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით სემინარს გამართავს.
სემინარის მიზანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება, ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და მათ მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობა.
სემინარი ორგანიზებულია „საარჩევნო სისტემების რეფორმების, განვითარებისა და სწავლების ცენტრის“ დაფინანსებული პროექტის - „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის“ - ფარგლებში.
აღნიშნულ შეხვედრაზე ახალგაზრდა ამომრჩევლები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
- საქართველოსსახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი (როგორ ნაწილდება ხელისუფლება სამ ინსტიტუციას შორის - პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა);
- ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობისგზები (უშუალო დემოკრატია - არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი);
- როგორ ხდებაარჩევითი ორგანოების ფორმირება (საარჩევნო სისტემა საქართველოში);
- მოქალაქეებსდა არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპები (ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ინფორმირებული მოქალაქე).
სემინარის მონაწილეებს სამახსოვროდ დაურიგდებათ საინფორმაციო მასალები და ასევე შესაძლებლობა ექნებათ, რომ ჩაერთონ ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში: საუკეთესო ესსე, საუკეთესო ფოტო, საუკეთესო სლოგანი.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და ყველა მსურველს ველოდებით ფოთში , 30 სექტემბერს 12 საათზე შემდეგ მისამართზე: წმინდა ნინოს ქ # 3/2, გაზეთ „მთავარი თემა სამეგრელოში“ რედაქციის ოფისში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის დირექტორს, ნატო გუბელაძეს, ტელ: 577 247711 ან 599 107794
ავტორი: ნიუპრესი