|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეჟისორ კოტე აბაშიძეს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ჯილდო მიენიჭა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს კოტე აბაშიძეს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ჯილდო მიენიჭა.  ეს საპატიო ჯილდო რეჟისორს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა 55 წლის იუბილეს აღსანიშნავად გადასცა.

"დღევანდელ პრემიერას დაემთხვა ერთი სასიამოვნო თარიღი, რეჟისორი კოტე აბაშიძე 55 წლის გახდა. ჩვენ ამ დღეს უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით და მას სიურპრიზი მოვუმზადეთ. თეატრის მოღვაწეთა კავშირი მას გადასცემს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ჯილდოს"- განაცხადა გიორგი გეგეჭკორმა.

დღეს მესხიშვილის თეატრმა ახალი სეზონი პრემიერით გახსნა.  ჯონ პატრიკის ორ მოქმედებიანი პიესა "ძვირფასი პამელა" კოტე აბაშიძის რეჟისორობით დაიდგა. პრემიერამ მაყურებლისა და თეატრმცოდნეების მოწონება დაიმსახურა.

დღევანდელი წარმოდგენა საქართველოს სახალხო არტისტის ანზორ ხერხაძის ხსოვნას მიეძღვნა.

ქუთაისში თეატრალური სეზონი ტრადიციულად 27 სექტემბერს იხსნება.

 კოტე აბაშიძე მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 2017 წლის სექტემბერში დაინიშნა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე