|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის შპს-ს ხელმძღვანელს კახა დალაქიშვილს თანამდებობა დაატოვებინეს

რეორგანიზაცია ქუთაისის მერიის ააიპების პარალელურად შპს-ებში გრძელდება. ამ წუთებში ქუთაისის მერი  შპს "ქართული ტრადიცები 2011"-ის ხელმძღვანელად ახალი ხელმძღვანელს წარადგენს. აღნიშნულ პოსტზე კახა დალაქიშვილი სოსო კუჭავამ შეცვლა. სოსო კუჭავა აღნიშნულ შპს-ში დასუფთავების პროექტის ხელმძღავანელის პოსტზე მუშაობდა. მისი განცხადებით, მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის გამართვა და დასუფთავება იქნება.

კახა დალაქიშვილი მერიის საბინაო სამსაუხურის უფროსად მუშაობდა, ის "პატრიოტთა ალიანისის" კადრად ითვლებოდა. მოგვიანებით შპს-ში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დალაქიშვილი ნათესაურ კავშირშია ქუთაისის ყოფილ მერთან. ის შოთა მურღულიას  ცოლის დის მამამთილია.

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი