|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რესპრესიული მანქანა განსაკუთრებით დაუნდობელია იმ ქალაქებში, სადაც ოპოზიციას არჩევნები მოგებული აქვს" - დეკანოიძე

არჩევნების დასრულების შემდეგ ამოქმდდა რეპრესიული მანქანა იმ ადამიანების მიმართ,  ვინც აპროტესტებდა კანონდარღვებებს, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძენ განაცხადა. 

მისი თქმით, რესპრესიული მანქანა განსაკუთრებით დაუნდობელი აღმოჩნდა იმ ქალაქებში, ოპოზიციას არჩევნები მოგებული აქვს, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" მანიპულაციებით მიიტაცა. 

 საგანგებო ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ ისაუბრა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა "გირჩი - მეტი თავისუფლების"პოლიტსაბჭოს წევრის, ქუთაისის ვიცე-მერობის  კანდიდატის იმედა კლდიაშვილის დაკავების ფაქტზე.

დეკანოიძის თქმით, კლდიაშვილის პროტესტი უკავშირდებოდა, გუშინ ქუთაისში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც სუსის შანტაჟის გამო 90-ე საარჩევნო უბნის წევრის,  იზა ჩირგაძის შეხვედრა ეოთო/ოირის წარმომადგენლებთან არ შედგა. 

"გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის შტაბში ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე მოცემულობა, როდესაც ქუთაისის 90-ე უბნის კომისიის წევრი მოვიდა და ისაუბრა იმ სქემის შესახებ, თუ როგორ აიძულებდნენ მას გაყალბებას.  მას შემდეგ, რაც მან გადაწყვიტა, რომ არ შეუძლია ამის გაკეთება, როგორ ემუქრებოდნენ. გვქონდა ფაქტი, როდესაც ეს ქალი კინაღამ მოგვტაცეს ქუჩიდან პოლიციის, სუსის და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა.  ამის შემდეგ, როდესაც ეს ადამიანი მოვიდა ქუთაისის შტაბში, დაიწყეს მუქარა ოჯახზე. იმედაც იქ იმყოფებოდა, ჩვენ ყველა შეშფოთებული ვიყავით ამ ფაქტით. მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან დაინიშნა მისი შეხვედრა, კვლავ სუსის შანტაჟით ამ ოჯახმა გამიარა ისევ ის რეპრესიები, რაც გუშინ და გუშინწინ.  შესაბამისად, ეს შეხვედრა არ შედგა. ამის შემდეგ იმედამ გადაწყვიტა ამ ფაქტის გაპროტესტება სუსის შენობასთან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

მისი თქმით, მისი დაკავება მოხდა კანონდარღვევით. 

ხატია დეკანოიძემ ისაუბრა გუშინ ქუთაისში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების შესახებ და  არჩევნების დღეს ზუგდიდში დაკავებული აქტივისტების შესახებ, რომლებსაც რამდენიმე დღიანი პატიმრობა მიუსაჯათ. დეკანოიძის თქმით, მათი სასამართლო პროცესი პოლიციის განყოფილებაში ჩატარდა, რაც არის უკანონო. 

"ყოველგვარი ვადებისა და პროცედურების დარღვევით  რეპრესიული მანქანა  არჩევნების შემდეგ  ამოქმედდა ამ ადამიანების მიმართ,  ვინც აპროტესტებდა ამ ყველაფერს,  განსაკუთრებით იმ ქალაქებში, სადაც მოგებული აქვს ოპოზიციას, მაგრამ  უმძიმესი მანიპულაციების ფონზე ეს არჩევნები დადგა ისეთი, როგორიც სურდა ქართულ ოცნებას. მოვითხოვთ, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, შესაბამისი ორგანოებისგან დაუყოვნებლივ გამოაშკარავონ ის კანონდარღვევები, რაც მოხდა ამ ადამიანებთან მიმართებით და რატომ ამიეცეთ მათ  კანონით გათვალისწინებულ სასამართლოს უფლება", - განაცხადა დეკანოიძემ. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა