|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეჟისორი ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსული ინფექციის შედეგად  რეჟისორი ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა. რეჟისორი “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში 4 ნოემბრიდან მკურნალობდა.
მას ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანის მომენტიდან მძიმე იყო.
 
“პაციენტის გადასარჩენად მაქსიმალური გააკეთა კლინიკის გუნდმა, თუმცა სამწუხაროდ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და ქვეყანას,” - ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრის რეანიმაციის მთავარი სპეციალისტი.
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი