რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა
ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი გამორჩეული ხელოვანი რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა. 29 ივნისს ის 85 წლის გახდებოდა,
ის გულის ავადმყოფობით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რეზო გაბრიაძე 35-ზე მეტი ფილმის ავტორია. მათ შორის "ქვევრი", "ფეოლა", "შერეკილები", "მიმინო" და სხვა.
1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დაარსა მარიონეტების თეატრი. ის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.
ლიტერატურული პრემიის "საბა 2018" წლის ღონისძიებაზე მისთვის სპეციალური ნომინაცია გამოცხადდა და ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა.
რეზო გაბრიაძე თავის ნაწარმოებებში განსაკუთრებული ფერები შესძინა ქუთაისს, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა.
ავტორი: ნიუპრესი