|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივრები პროტოკოლის დაცვით დაიშვებიან

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ღია ტიპის სტადიონებზე გამართულ სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინიციატივით საბჭოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიმართა.
ღია ტიპის სტადიონებზე მაყურებელი დაიშვება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ასევე განისაზღვრება მაყურებელთა ის რაოდენობა, რომლის სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება ნებადართული იქნება თითოეული მოედნისა და სტადიონის შემთხვევაში.
 
გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უკვე ნებადართულია ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, სადღესასწაულო, რიტუალური და სხვა ტიპის ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით, დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ხოლო რეპეტიციების ჩატარება - დახურულ სივრცეში.
საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა