|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიკოთის დარჩენილ ორ მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ირაკლი ქარსელაძე

რიკოთის დარჩენილ ორ მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

 მისი თქმით, რიკოთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პირველი - ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული 3 გვირაბიდან, უკვე გაჭრილია 2 გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 11 ხიდი და სამუშაოები მიმდინარეობს 2 ხიდზე. მათ შორის, გაჭრილია რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელური, 1800 მ სიგრძის გვირაბი, სადაც მიმდინარეობს საბოლოო მოსახვის, სადრენაჟე და საინჟინრო სისტემების მოწყობის სამუშაოები. 

რაც შეეხება 149-ე კმ-თან მდებარე ფერდზეც, სადაც 2023 წელს პოტენციური მეწყრის კერა აღმოაჩინეს,  ჩატარდა შესაბამისი კვლევები, მომზადდა საინჟინრო გადაწყვეტა, მოეწყო შემოვლითი გზა, ტენდერის შედეგად გამოვლინდა კვალიფიციური კონტრაქტორი, რომელიც ამჟამად ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოს ასრულებს.

„მობილიზაციაც და სამუშაოების ტემპიც საკმაოდ მაღალია,“- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ. 

 

ავტორი: