რიონის ხეობაში 2 აქტივისტი დააკავეს -ვითარება დაძაბული რჩება
რიონის ხეობაში პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. ჰესის მოწონააღმდეგეები ცდილობენ ნამოხვანის მ კმართულების გადაადგილებას რის საშუალებასაც ადგილზე მობილიზებული სპეციალური დანიშნულების რაზმები არ აძლევენ.
წყლეტის დროს შეუძლოდ გახდნენ ადამიანები. ადგილზე იმყოფებოდა სასწერაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
ინციდენტის შედეგად დსაკავებულია 2 აქტივისტი. მათი ვინაობა ამ დროისათვის უცნობია. სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2 პირი 166-ე და 173-ე მუხლებით რიან დაკავებულები და ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ.
გუმათში იმყოფება ასევე სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლი, ლინა ღვინიანიძე. მისი განცხადებით, გუმათთან ახლა არაკონსტიტუციური პროცესები მიმდინარეობს და ადამიანებს გადაადგილების უფლება აქვთ შეზღუდული.
მისივე ინფორმაციით, თავად არ შესწრებია, თუმცა არსებობენ თვითმხილველები, ვინც ამბობენ, რომ დაკავებულებს პოლიცია ფეხით უსწორდებოდათ.
ვითარება ხეობაში კვლავ დაძაბული რჩება. ადგილზე რჩებიან პროტესტის მონაწილეები და სპეციალუირი დანიშნულების რაზმები.
ავტორი: ნიუპრესი