|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობის მცველები 26 მაისს თბილისიდან მსვლელობით უკან გამოემართებიან

ხვალ კოლონით გავემართებით ხეობისაკენ, - ამის შესახებ  ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმეგეთა აქციის სპიკერმა  ვარლამ გოლეთიანმა დღევანდელ 25 მაისის აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით,  დედაქალაქში მათი ჩასვლის მათი მიზანი მიღწეულია. 

ჩვენ გადავწყვიტეთ, სიტყვა ნათქვამია, პროცესი გამოაშკარევებულია , მათ  შორის დღევანდელი დასკვნითაც, რომელუიც გასაჯაროვდა, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებითაც, ამიტომ გადავწყვიტეთ, ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად, ყველა იმ ჩართულ ადამიანს ამ ბრძოლაში,  ვინც აქ მდოსის და ვინც კიდევ შემოგვიერთდება მომავალში და ამის შემდეგ უკვე ჩვენ დავიძრათ ხეობაში, კოლონით, აბსოლუტურად თავაწეულმა და მივიდეთ იქ და უშუალოდ ხელი შევუშალპოთ რიონის ხეობაში მშენებლობას“- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, გიგანტური ჰესების მოწინააღმდეგეთა აქცია თბილისში 23 მაისიდან მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი