|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობის მცველების საქმეზე განაჩენი 7 ივნისს გამოცხადდება

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნამახვანჰესის საქმეზე დაკავებული 8 პირის საქმე განიხილა. განაჩენს კი მოსამართლე ორშაბათს  გამოაცხადებს.

რიონის ხეობის მცველებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე  მუხლებით ედებათ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ბრალდებულების ინტერესების დამცველი,  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის დარინე სალდაძის განცხადებით, სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდება. 

„ბრალდებულების მიმართ გათვალისწინებულია ჯარიმა,  ყველაზე ცუდ შემთხვევაში, პატიმრობა 15 დღემდე ვადით, მაგრამ რადგანაც საქმეში არ არის ობიექტური მტკიცებულება, ან ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს რომ ეს პირები შეურაცხყოფას აყენებენ, ან მოთხოვნას არ ემორჩილებიან, ან წინააღმდეგობას უწევენ. მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო საერთოდ შეწყვეტს საქმის წარმოებას, არ ცნობს მათ სამართალდამრღვევებად და შესაბამისად პასუხისმგებლობასაც არ დააკისრებს“, -განაცხადა სალდაძემ.

გაჩაჩენი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 7 ივნისს, 17 საათზე  გამოცხადდება.

ავტორი: ნიუპრესი