„რიონის ხეობის მცველების” სოლიდარობის ნიშნად ათამდე ადამიანმა სამსახური დატოვა - გოლეთიანი
„რიონის ხეობის მცველების” სოლიდარობის ნიშნად ათამდე ადამიანმა სამსახური დატოვა, - ამის შესახებ "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს.
მისი თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც სტრუქტურის წარმომადგენელმა უფროსთან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მასთან ერთად დარეკა.
„იყო ისეთი შემთხვევა, როცა აქციების დროს მოვიდნენ ჩემთან და პირადად მითხრეს, რომ აპირებდნენ წასვლას და შენს თვალწინ დარეკა თავის უფროსთან სამხედრო სამსახურში. დაახლოებით 10-მდე იყო მსგავსი შემთხვევა გარდა იმ ორი კაცისა, რომელმაც საჯაროდ დატოვა სამსახური”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, „რიონის ხეობის მცველების” მხარდასაჭერად იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა, ზურაბ ხმელიძემ სამსახური 2 დღის წინ დატოვა, რის შემდეგაც ჰესის მოწინააღმდეგეებს შეუერთდა.
ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობა რიონის ხეობაში 219 დღეა გრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი