|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის ხეობის მცველებს ჯარისკაცი ნიკოლოზ კვანჭიანი უერთდება

მოქმედი ჯარისკაცი ნიკოლოზ კვანჭიანი  რიონის ხეობის  მცველების სოლიდარობის მიზნით თავდაცვის სამინისტროს ძალებს ტოვებს.   ის ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტს უერთდდება.  

„მივიღე გადაწყვეტილება, დავტივო თავდაცვის ძალების რიგები!

ჩემი მხარდაჭერა - პირველ რიგში სამშობლოს

 შემდეგ კი,  რიონის ხეობის მცველებს!“ - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნიკოლოზ კვანჭიანი.

კვანჭიანი ირწმუნება, რომ 8 თვის განმავლობაში ალგეთის ბაზაზე მსახურობდა, სავალდებულო სამსახურის შემდეგ კონტრაქტით გააგრძელა მუშაობა და ჯამში, 3 წელიწადნახევარი იმსახურა. დღეს კი გადაწყვიტა, საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭიროს.

 

ავტორი: ნიუპრესი