რიონისპირა სახლებს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი დაათვალიერებს
ქუთაისში, რიონისპირა სახლების მდგომარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გაეცნობა. გუბერნიის ინფორმაციით, გიორგი შენგელია რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ადგილს გუბერნატორთან და მერთან ერთად დაათვალიერებს.
საუბარია წითელი ხიდიდან-ჯაჭვის ხიდამდე მონაკვეთზე, რომლის რეაბილიტაციაც დაანონსდა. ფონდის ინფორმაციით, სამუშაოების პროექტირებაზე ტენდერი თვის ბოლოს გამოცხადდება.
რაც შეეხება ადგილზე სამუშაოების დაწყების დრო ამ ეტაპზე უცნობია, რაც შეეხება თანხას, ამ დროის მონაცემებით, სავარაუდო ღირებულებამ 30 მილიონს მიაღწია.
შეგახსენებთ, პროექტი მერიამ რამდენიმე თვის წინ დაანონსა, მის განხორციელებაზე რეალური ქმედება მხოლოდ ნოემერში დაიწყო.
ქუთაისის მერიის მიერ დაანონსებული მასშტაბური პროექტები 2019 წლის ბიუჯეტში ვერ მოხვდა
ავტორი: ნიუპრესი