რკინიგზაში მიმდინარე პროექტები და გამოწვევები - საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ყოველწლიურ კონფერენციაზე
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, უკვე მეორედ, ყოველწლიური კონფერენცია „შავი ზღვა - საქართველოს შესაძლებლობები და გამოწვევები“ გაიმართა.
საქართველოს რეგიონალური მნიშვნელობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესზე, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოებისა და სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე, შავ ზღვაზე საბორნე/ფიდერული სერვისების განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე - კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს.
ღონისძიებაზე პრეზენტაცია საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა წარადგინა. დავით ფერაძემ დელეგატებს საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე პროექტები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები გააცნო. განხილული იყო შუა დერეფნის მიღწევები და განვითარების პერსპექტივები. ასევე საქართველოს, როგორც სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების შესაძლებლობები.
ღონისძიების მთავარი მიზანი ევროპასთან თანამშრომლობის გაზრდა, შავი ზღვის ლოგისტიკური პოტენციალის და ახალი პერსპექტივების განხილვა იყო. კონფერენციას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ავტორი: ნიუპრესი