"როდემდე?" - ქუთაისის მერიის წინ დასუფთავების პრობლემებს აპროტესტებენ
"ავქოთდით, როდემდე?", "იოსებ შენ ოცხოვრებდი ასეთ ქუჩაზე?", - ამ გზავნილებით ქუთაისის მერიის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა. საინიციატივო ჯგუფმა "როდემდე" ქალაქში დასუფთავების პრობლემები გააპროტესტა.
დანაგვიანებული ქუჩები, არასაკმარისი ურნები, საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადატანის ინტენსივობა აქციის მონაწილეებმა მთავარ გამოწვევად დაასახელეს, ღია სივრცეში ფოტოგამფენა მოაწყვეს და მერიის წინ სიმბოლურად ნარჩენები მიიტანეს.
მათ მერიას განცხადებით, მიმართეს და არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირებისაკენ მოუწოდეს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა