|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როდის უნდა გამოვიყენოთ წელის ქამრები?

წელის ტკივილი ადამიანის ცხოვრებაში ხშირად ჩნდება და ის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. თუ  მწვავე, ძლიერი, შეტევითი ხასიათის ტკივილი გაწუხებთ, მაშინ  ეს "გაციებას" ან კუნთის დაჭიმვას უკავშირდება. ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სულ მცირე, უხერხული მოძრაობა ან  მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა იყოს. ამიტომ, მკურნალობის პროცესიც შესაბამისადხარისხის განსაზღვრის შედეგად, ინდივიდუალურად მიმდინარეობს.  

წელის ტკივილის მკურნალობა 

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები წელთან დაკავშირებულ პრობლემებს ძირითადად კომპლექსურად უდგებიან და  პაციენტებს ისეთ რეკომენდაციებს აძლევენ, რომლებიც  მათ ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდებს. ვარჯიშთან, ცურვასთან და ფიზიკურ აქტივობებთან ერთად წელის ტკივილის შესამცირებლად იდეალურია წელის ქამრების გამოყენება. ისინი ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, ახდენს წელის სტაბილიზაციას და ხსნის დატვირთვას. მათი შეძენა შესაძლებელია კომპანიაახალ ხედვაში”, რომელიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციით მთელ საქართველოში გამოირჩევა. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger სხვადასხვა დანიშნულების მქონე წელის ქამრების შერჩევის შესაძლებლობა აქვთ. წელის კორსეტებს აქვს სპეციალური პლასტმასის ან მეტალის ჩანართები, რომლებიც   შესაბამისი ხარისხის ფიქსაციას უზრუნველყოფს. მოხრილობისას, პროფილაქტიკის მიზნით და სქოლიოზის მსუბუქი ფორმის  დროს ექიმები პაციენტებს ზურგის კორსეტის ტარებას ურჩევენ. მოტეხილობების შემთხვევაში კი ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას ჰიპერექსტენზიის კორსეტი უზრუნველყოფს. სპორტული დაზიანებების, ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვის, მალთაშუა დისკის თიაქრის შემთხვევაში ეფექტურია  ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტის ტარება. ზოგიერთი მათგანის გამოყენება მიზანშეწონილია მუცლის ღრუზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომაც, პრესის კუნთების მოდუნების პრევენციისთვის.

ავტორი: ნიუპრესი