როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას იმერეთში [VIDEO]
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტში 48 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა იმუშავებს. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა განაცხადა.
ზურაბ ჩეკურიშვილის მტკიცებით, მავნებელთან ბრძოლისთვის რესურსები მაქსიმალურად არის მობილიზებული, რათა ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად ჩატარდეს.
ზურაბ ჩეკურაშვილმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოსა და მოსახლეობის შეთანხმებული ქმედებების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა და ინსტრუქცია იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსაც გააცნო.
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
ავტორი: ნიუპრესი