როგორ გამოიყურება ქუთაისის ბულვარი, რომლის რეაბილიტაციისთვის 15 მილიონ ლარამდე იხარჯება
როგორ გამოიყურება ქუთაისის ცენტრალური ბულვარი, რომლის რეაბილიტაციისთვის 15 მილიონ ლარამდე თანხა იხარჯება.
ბოლო მონაცემებით, ბულვარის რეაბილიტაციის დასრულება აპრილის ბოლოს უნდა მოხდეს, რომ ქალაქის დღესასწაულზე, 2 მაისს „ოცნების“ ხელისუფლებამ ბულვარის საზეიმოდ გახსნა შეძლოს.
ცნობისთვის, ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2022 წელს გამოაცხადა, მასში მხოლოდ შპს “დაგიმ” მიიღო მონაწილეობა.
კომპანიას 14,8 მილიონ ლარის სანაცვლოდ დაევალა ჯერ პროექტის და ხარჯთაღრიცხვის შედგენა, შემდეგ კი უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის ფილების, ძელსკამების, ნაგვის ურნებისა და ლამპიონების შეცვლა, შადრევნებისა და საზოგადოებრივი საპირფარეშოს განახლება, მედიათეკის მოწყობა, სარწყავი სისტემების გამართვა და ხე-მცენარეების დარგვა. ასევე, „გვირილობის მოედნის” და “ვარდების ხეივანის” მოწყობა.
ფოტო: არჩილ გეგენავა
ავტორი: ნიუპრესი