როგორ განაწილდა ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტი? - ციფრები
2024 წლის ქუთაისის ბიუჯეტი პროექტი 115 510,7 ათასი ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 14 026,0 ათასი ლარით აღემატება.
დამტკიცებული ფინანსური დოლუმენტის თანახმად, ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება 20 343,0 ათასი ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ხარჯებზე 2 873,9 ათასი ლარით მეტია.
დასუფთავება და გარემოს დაცვა - 11 015,0 ათასი ლარი, გაიზარდა 1 938,4 ათასი ლარით;
განათლების სფეროს განვითარება - 21 398,0 ათასი ლარი, გაიზარდა 3 914,0 ათასი ლარით;
️ სპორტის სფეროს განვითარება - 13 618,0 ათასი ლარი, გაიზარდა 3 769,8 ათასი ლარით;
კულტურისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარება - 12 131,0 ათასი ლარი, გაიზარდა 1 366,2 ათასი ლარით;
ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება - 2 319,2 ათასი ლარი, გაიზარდა 76,2 ათასი ლარით;
სოციალური პროგრამების დაფინანსება - 6 488,4 ათასი ლარი, გაიზარდა 794,2 ათასი ლარით;
მნიშვნელოვნად გაიზარდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხები და შეადგინა 1 755,0 ათასი ლარი (ზრდა 285,0 ათასი ლარი).
ბიუჯერის პროექტი საკეეწბულომ გუშინ 27 დეკემბერს დაამტკიცა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა