როგორ შევაკეთოთ დაზიანებული მობილური და სად მივიღოთ საუკეთესო პროცენტიანი სესხები?
მობილური ტელეფონი თანამედროვეობის განუყრელი ნაწილია. შესაბამისად, მასთან დაკავშირებული პრობლემები ერთ-ერთია ყველაზე უფრო თვალშისაცემ პრობლემებს შორის.
სწორედ ამიტომ, დღეს, vivus.ge-ს ბლოგი გიამბობთ მობილურთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი პრობლემების მოგვარების გზებზე.
როგორ მოვიქცეთ თუ ტელეფონის ბატარეა სწრაფად ჯდება?
დატენეთ ტელეფონი დენის წყაროს მეშვეობით და არა კომპიუტერით. ასე ბატარეა უფრო ხარისხიანად იტენება.
არ დატოვოთ ტელეფონი დატენვის რეჟიმში მთელი ღამის განმავლობაში.
მოარიდეთ მობილური ტელეფონი ზედმეტად ცხელ და ნესტიან ადგილებს.
როგორ მოვიქცეთ თუ ტელეფონი არ იტენება?
აღნიშნული პრობლემა რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული.
იმ შემთხვევაში თუ თქვენს მობილურს დატენვასთან დაკავშირებული პრობლემა ბატარეის ბოლომდე დაცლის შემდეგ შეექმნა, მაშინ პრობლემის მოგვარების ორი გზა არსებობს.
პირველი მეთოდი - გამოიღეთ ტელეფონიდან ბატარეა და მის გარეშე შეაერთეთ დასატენად მობილური. 5-7 წამის შემდეგ, დატენვის რეჟიმის გაწყვეტის გარეშე, ისევ მოათავსეთ ბატარეა ტელეფონში და განაგრძეთ ტელეფონის დატენვა.
მეთოდი მეორე - თუ თქვენს ტელეფონს ბატარეა არ ძვრება, მაშინ დაგჭირდებათ სპეციალური დამტენი, რომელსაც გომბეშოს უწოდებენ. აღნიშნული მოწყობილობა შეგიძლიათ მოიძიოთ სერვის ცენტრში, თუმცა მისი შეძენა ბევრად უფრო იაფი დაგიჯდებათ ვიდრე ერთჯერადად ქირაობა, რადგან ონალიან მაღაზიებში მსგავსი დამტენის ფასი 2-3 დოლარი გახლავთ.
მობილურის დატენვასთან დაკავშირებული პრობლემის გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს:
დაზიანებული დამტენი - ამის გარკვევა შეგიძლიათ ტელეფონის სხვა დამტენით დატენვის მცდელობის მეშვეობით, თუ სხვა დამტენი თქვენს ტელეფონს ტენის, ე.ი. ახალი დამტენი გჭირდებათ და თქვენი მობილური დაზიანებული არ არის.
დაზიანებული ტელეფონი - იმ შემთხვევაში თუ თქვენი ტელეფონი არცერთი დამტენით არ იტენება, დროა მიაკითხოთ სერვის ცენტრს.
როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ ტელეფონი წყალში ჩაგვივარდა?
პირველ რიგში უნდა იცოდეთ, სველი ტელეფონის ფენით გაშრობა დაუშვებელია. არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს, რადგან ფენი უფრო ღრმად შეიყვანს ტელეფონში წყლის წვეთებს.
დასველებული მობილურის გადარჩენის მიზნით, მიყევით შემდეგ ინსტრუქციას.
ნაბიჯი 1 - წყლიდან ამოღებისთანავე გამორთეთ ტელეფონი და ნუ ჩართავთ მას გაშრობამდე.
ნაბიჯი 2 - თუ თქვენი ტელეფონიდან შესაძლებელია ბატარეის ამოღება, მისი გამორთვის შემდეგ სწორედ ეს უნდა გააკეთოთ პირველ რიგში.
ნაბიჯი 3 - გაწმინდეთ ტელეფონი ნაზად.
ნაბიჯი 4 - ჩადეთ ტელეფონი მშრალი ბრინჯით სავსე პაკეტში 2-3 დღით. აღნიშნული „რეანიმაციის“ პერიოდში აუცილებელია, მობილურს რამდენიმე საათში ერთხელ უცვალოთ ადგილი.
ნაბიჯი 5 - გაშრობის შემდეგ ჩართეთ ტელეფონი. თუ არ ირთვება, მიუერთეთ დამტენს და ამის შემდეგ ხელმეორე სცადეთ ჩართვა.
იმ შემთხვევაში თუ ტელეფონი მაინც არ ირთვება, ნუღარაფერს მოიმოქმედებთ, უბრალოდ წაიღეთ ის ხელოსანთან.
როგორ მოვიქცე თუ ტელეფონი საბოლოოდ გამიფუჭდა?
მობილურის გარეშე ცხოვრება რამდენიმე წუთითაც კი წარმოუდგენელია, ახალი მობილური სწრაფადვე უნდა შეიძინოთ.
თუ ფულის სწრაფად შოვნას ვერ ახერხებთ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ vivus 4finance - ს და მიიღოთ პროცენტიანი სესხები რამდენიმე წუთში.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Vivus - ში სესხის აღება საოცრად მარტივია, საკმარისია შეავსოთ ონლაინ განაცხადი სესხზე და თანხას ონლაინ რეჟიმშივე მიიღებთ.
ავტორი: ნიუპრესი