|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ შევხვდეთ ახალ 2019 წელს?

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2019 წლის 5 თებერვალს ყვითელი ღორის წელიწადი იწყება. ეს კეთილი ოჯახის ცხოველი ფინანსური სტაბილურობის და ბავშვების დაბადების სიმბოლოა.

როგორ უნდა გავატაროთ 2019 წელი, რომ მისი კეთილგანწყობა დავიმსახუროთ? - პირველ რიგში, სახლი საგულდაგულოდ დაალაგეთ. გადაყარეთ ყველა უსარგებლო და გატეხილი ნივთი. ისინი დადებით ენერგიას შთანთქავენ. ეცადეთ, ფანჯრებზე ფარდები ზედმეტად არ ჩამოაფაროთ, მზის სხივებს სახლში პოზიტივი მოაქვს.

სახლის მორთვა რადგან მომავალი 2019 წელი მიწის ყვითელი ღორის წელია, ახალი წლის შესახვედრ წვეულებაზე მთავარი ფერები უნდა იყოს ყვითელი და ყავისფერი. შესაძლებელია, გამოიყენოთ წითელი ფერიც. მაგალითად, სახლი წითელი ბუშტებით და ბაფთებით მორთოთ. ეს ყველაფერი თვალსაც გაახარებს და ფინანსებსაც მოიზიდავს. ყვითელ ღორს ბუნებრიობა უყვარს, ამიტომ სასურველი იქნება, თუ ნაძვის ხეს ხის გირჩებით მორთავს. ნუ დაივიწყებთ უძველეს ჩინურ ტრადიციას და ნაძვის ხე მანდარინებით მორთეთ. ყველა სტუმარს შესთავაზეთ ტკბილეული. გაითვალისწინეთ, რომ ყველა მათგანს ორი ცალი მისცეთ, რადგან ის მარტო არ დარჩეს. სადღესასწაულო სუფრაზე არ გამოგრჩეთ სანთლები. გაითვალისწინეთ, რომ ისინი აუცილებლად ლუწი უნდა იყოს. შემოსასვლელ კარზე დაკიდეთ ზარი, ის ბოროტ ძალებს განდევნის. გააკეთეთ ყვითელი ღორის ფიგურები, რომლითაც ნაძვის ხეს და საახალწლო სუფრას გააფორმებთ.

საახალწლო სუფრა- საახალწლო სუფრაზე მრავალფეროვანი საკვები უნდა იყოს. გაითვალისწინეთ, რომ ღორი ყველაფერს ჭამს, ამიტომ სუფრა შეგიძლიათ, სხვადასხვა კერძებით გაავსოთ, ოღონდ ღორის ხორცი არ უნდა იყოს. სუფრაზე სხვადასხვა სახეობის ხორცი, თევზი და ფრინველი, ბოსტნეული და ხილი შეგიძლიათ გქონდეთ.

მთავარი წესი - კერძი მარტივი და ნოყიერი უნდა იყოს. ღორი ტკბილეულზე გიჟდება, ანუ დესერტებს და ტკბილ სასმელებს დიდი ყურადღება მიაქციეთ. ალკოჰოლური სასმელებიდან უპირატესობა მიანიჭეთ კლასიკურ სასმელებს - ღვინო, არაყი და კონიაკი. ასევე ეგზოტიკური სასმელები და კოქტეილები. თუ მაგიდის გაფორმებაზე ვისაუბრებთ, მას ბუნებრივი მასალის (ბამბა ან თეთრეული) ქსოვილი გადააფარეთ. ანალოგიური პრინციპი ჭურჭელსაც ეხება. სასურველია, რომ მაგიდაზე თიხის ან ფაიფურის ჭურჭელი იდოს. მისასალმებელია ასევე ხის კოვზები და ხელსახოცის ჩასადებები. როგორ სამოსში გამოწყობილები უნდა შევხვდეთ ღორის წელიწადს? ახალი წლის აღსანიშნავად ბამბის, აბრეშუმის ან ატლასის ქსოვილი გამოიყენეთ. ასევე მნიშვნელოვანია ფერი.

თუ გსურთ ყვითელ ღორს ჯანმრთელობა შესთხოვოთ, ნარინჯისფერი ჩაიცვით. თუ ფინანსური კეთილდღეობა გსურთ, ყვითელი ან ოქროსფერი ფერის ტანსაცმელი ჩაიცვით. თუ მშვიდობა და ჰარმონია გსურთ - ყავისფერი ჩაიცვით. რაც შეეხება, ღორის წელში დაბადებულ ადამიანებს, სასურველია, თუ წვეულებაზე შავი ფერის ტანსაცმელში გამოჩნდებით, ან შავის და ვერცხლისფერის კომბინაციაზე შეაჩერებთ არჩევანს.

როგორ საჩუქრებზე უნდა გააკეთოთ არჩევანი? ყვითელ ღორს კომფორტი უყვარს, ამიტომ კარგი საჩუქარი იქნება საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც ზრუნვის, სითბოს და კომფორტის სიმბოლოა. ეს შეიძლება იყოს ღამის პერანგი, ჩუსტები ან ბამბის ხალათი. თუ ყვავილებს ჩუქნით, არჩევანი ოთახის ყვავილებზე გააკეთეთ. თუ ძვირფასეულობის ჩუქება გსურთ, არჩევანი ნატულარულ მასალასა და ქვებზე გააკეთეთ.

დაიმახსოვრეთ, ღორის ფორმის ხელნაკეთი ნივთები აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ!

 

 

2020news.ge

ავტორი: ნიუპრესი