როგორ წამოვიწყოთ ბიზნესი 100 დოლარად? (R)
საკუთარი ბიზნესის დაწყება ბევრს ჰგონია ძვირი სიამოვნება, თუმცა თანამედროვე მსოფლიოში იმდენი რამ გამარტივდა, მცირე ბიზნსესის წამოწყება უკვე აღარ არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული.
დღეს vivus.ge-ის ბლოგი სწორედ იმ ბიზნეს იდეებს შემოთავაზებთ, რომლებსაც მცირე საწყისი კაპიტალიც კი ეყოფა.
იდეა N1 - ვიდეობლოგი youtube-ზე
ბევრმა არ იცის, რომ youtube ფულს უხდის მათ, ვინც საიტზე ექსკლუზიურ ვიდეოებს ტვირთავს.
თანხა ერთი შეხედვით დიდი არ არის, მაგრამ თუ თქვენს ვიდეოებს ბევრი ნახვა აქვს, მაშინ ჰონორარიც შთამბეჭდავია.
Youtube-ბიზნსესის წამოწყება ძალიან მარტივია. საკმარისია დარეგისტრირდეთ საიტზე, გააკეთოთ საკუთარი არხი, ან არხები და ატვირთოთ ისეთი ვიდეოები, რომლებსაც ბევრი ნახვა ექნება.
გარკვეული რაოდენობის ფოლოვერებისა და ნახვების დაგროვების შემდეგ საიტი თქვენს არხს ანიჭებს ოფიციალურ სტატუსს და იწყებს თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას.
გაითვალისწინეთ, აუცილებელია საიტის მიერ დაწესებული წესების დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი არხი დაიბლოკება, ან არაოფიციალური გახდება და youtube ხელფასს აღარ გადაგიხდით.
იგივე პრინციპით ფულის შოვნა შეგიძლიათ Youtube-ს ქართულ ანალოგ ვებგვერდზე myvideo.
ვიდეობლოგის ბიზნესის წამოწყებისთვის გჭირდებათ კარგი კომპიუტერი, სწრაფი ინტერნეტი, ვიდეო კამერა, ან მობილური კარგი ხარისხის კამერით და ბევრი იდეა საინტერესო ვიდეოებისთვის.
ცნობისთვის, ამ ბიზნესით საქართველოში უკვე არიან დაკავებულები და წარმატებასაც ბევრმა მიაღწია.
იდეა N2 - დომენების ბიზნესი.
ეს ბიზნეს იდეაც ინტერნეტ სფეროს უკავშირდება და კარგად აპრობირებული გახლავთ.
მაგალითად, ერთმა ამერიკელმა ახალგაზრდამ შეიძინა 10 დოლარად რამდენიმე საინტერესო სახელწოდების მქონე დომენი, შემდეგ მოძებნა კომპანიები, რომლებსაც ეს დომენები შეიძლება დასჭირვებოდათ და თითოეული მათგანი 40-50 ათას დოლარად გაყიდა.
იდეა N3 - ინტერნეტ მაჭანკალი
ეს იდეა რესპექტაბელურად არ ჟღერს, მაგრამ მოგების მოტანა ნამდვილად შეუძლია.
შეიძინეთ დომენი, დაიქირავეთ კარგი ვებდიზაინერი, გაუკეთეთ თქვენს საიტს მცირე რეკლამა და მეწყვილის პოვნის მსურველები არ მოგაკლდებათ.
ალბათ, თავადაც მიხვდით, მაგრამ მაინც გეტყვით, საიტზე დარეგისტრირება ფასიანი უნდა იყოს.
იდეა N4 – მცირე რემონტი
ამ იდეის რეალურობასა და წარმატების შესაძლებლობების თვალსაჩინოებისთვის ერთ მაგალითს მოგიყვანთ.
ბიზნესმენმა მეტ შოამ საკუთარი ბიზნესი 100$ დაიწყო და ცოტა ხანში მისმა წლიურმა მოგებამ 2,5 მილიონი დოლარი შეადგინა.
დასაწყისში შოამ შეიძინა ინვენტარი და დაიწყო უცხო ადამიანებისთვის კედლების შეღებვისა და სხვა მარტივი სარემონტო სამუშაოების შეთავაზება.
მის პროდუქტზე მოთხოვნა ისეთი მაღალი იყო, რომ მეტმა რამდენიმე თანამშრომელი დაიმატა და ნელ-ნელა დაიწყო ბიზნესის გაფართოება.
იდეა N5 - სახლის დამლაგებელი.
ეს სასიამოვნო საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა ამ მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველთვის არის და საქმიანი ქალების რაოდენობის ზრდის პარალელურად კიდევ უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება დამლაგებლის შრომა.
შეგიძლიათ ამ იდეის განსახორციელებლადაც გამოიყენოთ მეტ შოას მაგალითი.
შეიძინეთ ინვენტარი, თავიდან თავად დაალაგეთ სახლები, მოთხოვნის ზრდასთან ერთად კი დაიქირავეთ სხვა თანამშრომლები და სულ მალე შესაძლოა საკუთარი კომპანიაც კი გქონდეთ.
მეოთხე და მეხუთე მეთოდების პრინციპით შეგიძლიათ წამოიწყოთ შინაური ცხოველების მომვლელის/გამსეირნებლის, ავეჯის გადაზიდვის სერვისის და სხვა ისეთი ბიზნესები, რომლებსაც დასაწყისში ერთი ადამიანიც გაართმევს თავს.
აქვე შეგახსენებთ, ბიზნესის წამოსაწყებად საჭირო თანხას სწრაფად და მარტივად მიიღებთ vivus -ში, სადაც 50-დან 650 ლარამდე onlain sesxi ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.
ცნობისთვის vivus.ge არის საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც ონლაინ სესხები -ს ბაზარზე უპირობო ლიდერია.
ავტორი: ნიუპრესი