როგორც კი გადამიყვანენ ამ დაწესებულებიდან, შიმშილობას შევწყვეტ - მიხეილ სააკაშვილი
„მივიღე გადაწყვეტილება გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოსა და დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა," - წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ წაიკითხა.
წერილის თანახმად, დათქმა გულისხმობს, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გაგრძელდეს.
"როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და გადამიყვანენ ამ დაწესებულებიდან სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ", - აცხადებს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც უკვე 9 დღეა შიმშილობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა