„ერაზმუს+“, „მსოფლიო ბანკი“ - კიდევ რომელ ორგანიზაციებზე არ გავრცელდება „გრანტების კანონის“ მოთხოვნა
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, ზუსტდება იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებსაც გრანტების გაცემაზე საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება არ დასჭირდება.
ეს არის: - ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა - „ჰორიზონტი ევროპა“, ევროკავშირის პროგრამა - „ერაზმუს+“, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური - DAAD და საქართველოსა და ევროკავშირს შორის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“. მათ მიერ გაცემულ გრანტებზე, რომელიც ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაიცემა, „გრანტების შესახებ“ კანონი არ ვრცელდება.
გადამუშავებული კანონის პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ჩამონათვალს „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ და საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები დაემატება.
კანონპროექტის თანახმად, გრანტად აღარ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
ავტორი:



21:51
15:17
15:16
14:26
















