|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რომელი ავტომობილებია მოთხოვნადი საქართველოში?

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი კვევაის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ავტოპარკი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება.

ზრდის მაჩვენებელმა 2014 წელს 9.7% შეადგინა. ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (90%) 2004 წლამდეა წარმოებული. 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია MERCEDES BENC-ის და OPEL-ის მარკის ავტომანქანები. 2014 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა NISSAN-ის და SUBARU-ს რაოდენობები. მათი ზრდის კოეფიციენტი 2014 წელს შესაბამისად არის 1,7 და 1,5. მოდელებიდან კვლავ ლიდერობს OPEL Astra და OPEL Vectra, რომლებსაც მოსდევს MERCEDES BENZ E და MERCEDES BENZ C .

 

 

 

 

 

 

  

 მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (49,2%) სედანის ტიპისაა, თუმცა 2014 წელს უფრო მოთხოვნადი მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანები იყო. როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ავტომანქანებში ლიდერობს FORD, რომელიც სამგზავროების 48%-ს შეადგენს, ხოლო სატვირთოების - 29%-ს. ავტოსატრანსპორტო საშუალებების 89% კერძო პირების მფლობელობაშია. ავტოტრანსპორტის 36,6% თბილისში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ირიცხება. თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოქალაქეთა ხვედრითი წილი რეგიონების მიხედვით 3-დან 4-მდე მერყეობს. საქართველოს მასშტაბით საშუალო მაჩვენებელია - 4.

პირველადი რეგისტრაციების მიხედვით მსუბუქი ავტომანქანების წილი 60%-ია, ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის - 32%. როგორც პირველადი რეგისტრაციებიდან ირკვევა, კაცები უპირატესობას MERCEDES–ის მარკის ავტომანქანებს ანიჭებენ, ხოლო ქალები - NISSAN-ს. მოდელებიდან მამკაცებში პირველ ადგილზეა MERCEDES BENZE, ხოლო ქალებში ლიდერობს HONDA FIT. 3 წლამდე ასაკის ა/მ-ებიდან 2014 წელს ყველაზე მოთხოვნადი იყო ტოიოტა (1209), რომელსაც მოსდევს ჰუნდაი (613), ფორდი (349), კია (294), შკოდა (271) და ა.შ.

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა