|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსეთი ოკუპანტია!" - წარწერის გამო ტაქსის მძღოლი სამსახურიდან გაუშვეს

ქუთაისში ტაქსის მძღოლი წარწერის -"რუსეთი ოკუპანტია!" გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო  ორგანიზაციის "მედიატორის" წარმომადგენლებმა შეატყობინა. ორგანიზაცია ამ თემაზე ბრიფინგს ხვალ, ქუთაისში,   დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართავს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჯემალ ცინარიძე, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, კომპანია "მაქსიმში" მუშაობდა. 

"ნიუპრესი" დაუკავშირდა კომპანიის წარმომადგენლობას, სადაც განგვიცხადეს, რომ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. 

ავტორი: ნიუპრესი