|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპისთვის აქტიურად ემზადება

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპისთვის აქტიურად ემზადება და შემტევი ოპერაციის მომზადებაში მთელ ძალისხმევას დებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო საჭიროებების გარდა, რუსეთი სამედიცინო ინფრასტრუქტურასაც ამზადებს.

„ისინი აქტიურად ემზადებიან. უფრო მეტიც, ისინი არამხოლოდ იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაზე კონცენტრირდებიან, არამედ დაჭრილთა დასახმარებლად სამედიცინო ინფრასტრუქტურასაც ამზადებენ. ისინი მარაგს აგროვებენ და ბელარუსის ტერიტორიას შესაძლო სარაკეტო დარტყმისთვის სრულად ამზადებენ. ახლა ისინი ჯარებს გადაადგილებენ, ცვლიან სტრატეგიებს, ეძებენ ჩვენს სუსტ წერტილებს, რათა მათ დაარტყან“, - განაცხადა ანა მალიარმა.

ავტორი: ნიუპრესი