რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები - ჰააგის სასამართლო
რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები , - ამის შესახებ გადაწყვეტილება ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საქმეზე მიიღო.
სასამართლოს დადგენილებით, რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.
ნებისმიერ სამხედრო, რეგულარულ შეიარაღებულ დანაყოფებს და სხვა ორგანიზაციებსა თუ პირებს, რომელთაც რუსეთი აკონტროლებს, ეკრძალებათ აგრესიის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება.
"გარდიანის" ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსმა და ჩინელმა მოსამართლეებმა მისცეს.
ავტორი: ნიუპრესი