|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთში მობილიზაციაზე გამოწვეულმა კაცმა სამხედრო კომისარი დაჭრა

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ქალაქ უსტ-ილიმსკში მობილიზაციაზე გამოწვეულმა კაცმა კომისარიატში ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გახსნა და სამხედრო კომისარი დაჭრა.

ფაქტის ამსახველი ვიდეო ტელეგრამ არხზე ვრცელდება. შემთხვევა ოლქის გუბერნატორმა, იგორ კობზევმაც დაადასტურა.

ოლქის კომისარიატში სროლა ადგილობრივი დროით 12:00 საათზე მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით,  სამხედრო კომისარს, რომელსაც გულ-მკერდის არეში ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული, ოპერაციას უტარებენ. მის გარდა არავინ დაშავებულა. 

თავდამსხმელი რუსლან ზინინია.  კადრებში ჩანს, რომ ის უკვე დააკავეს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა