რუსლან გაჯიევი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს(R)
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად იგი სოფელ თაქალოს მოსახლეობასა და სოფელ სადახლოში სასულიერო პირებს შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს მისი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ამასთან, მმართველი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მოსახლეობის გვერდით. ჩვენი პარტიის მმართველობის პერიოდში, მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი. განხორციელდა სოფლების გაზიფიცირება, დაიგო გზები, სასმელი წყლით უზრუნველყოფილია ისეთი დასახლებები, სადაც სასმელი წყალი არასდროს ყოფილა. ბოლო 2 წლის განმავლობაში 25-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. სკოლების რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს. აშენდა და კვლავ მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა. მოგვარებულია ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები, განხორციელდა გზებისა და უბნების გარეგანათებით უზრუნველყოფა. სოფელ თაქალოშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათგან ბოლო ასეთი პროექტია სკოლის შენობის სრული რეაბლიტაციაა", - განაცხადა რუსლან გაჯიევმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა.
„ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად იქცა. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებით ისარგებლა ათასობით ფერმერმა თუ გლეხმა“,-აღნიშნა რუსლან გაჯიევმა.
ავტორი: ნიუპრესი