"საკანი 320" - რუსთავის ციხესთან ნანუკა ჟორჟოლიანმა მუყაოს კარავი დადგა
რუსთავის ციხესთან ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მუყაოს კარავი მოაწყო.
"საკანი 320" ასე ქვია - მუყაოს ქოხს, სადაც ის მოშიმშილე ექსპრეზიდენტის სოლიდარობის მიზნით იმყოფება და ღამის გათენებას გეგმავს.
ჟორჟოლიანის თქმით, ის აქ დარჩევა იმ დრომდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.
"პოლიციასთან თავიდან გაუგებრობა იყო, არ იცოდნენ, რას ვაკეთებდი. ჩემი, როგორც ჟურნალისტის პროტესტია, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ 24 საათიანი ეთერი უნდა მქოდენს არა სახლიდან, არა სტუდიიდან, არამედ უნდა მქონდეს აი, აქედან, მე ასე ვფიქრობ. ახლა არ არის დრო, რომ ჩვენი ღოსძიებები იყოს მოკლევადიანი, ამიტომ მინდა, რომ გრძელვადიანი ღონისძიება მქონდეს, რაც ნიშნავას იმას, რომ ვიქნები აქ," - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მოსალოდნელია, რომ რუსთავის ციხესთან მსგავსი მუყაოს ქოხები კიდევ გაჩნდეს.
ავტორი: ნიუპრესი