|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კულტურის სფეროს მუშაკებს შეხვდნენ (R)

“ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კულტურის სფეროს მუშაკებს შეხვდნენ

 “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კულტურის სფეროს მუშაკებს შეხვდნენ. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პაატა მხეიძემ და გიორგი ბეგაძემ კულტურის სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს.

 როგორც რუსთავის 30-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ აღნიშნა, მზადაა მიიღოს რჩევები და მოისმინოს შენიშვნები, რომელიც ამ სფეროს წარმომა დგენლებს აწუხებთ. „ჩემი ინციატივაა, რუსთავი გადავაქციოთ ფესტივალების ქალაქად, ეს მოგვცემს საშუალებას, განვავითაროთ ტურიზმის სფერო რუსთავში და ქალაქს მივცეთ მეტი კულტურული დატვირთვა“, - აღნიშნა გიორგი ბეგაძემ.

29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს თანადგომა აღუთქვა. "მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კულტურის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდება, გაიზრდება კულტურის სფეროს დაფინანსება; ამუშავდება არაერთი პროექტი ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის, ჩვენი ქალაქი კი აქტიურად იქნება ჩრთული ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში“, - განაცხადა პაატა მხეიძემ.

ავტორი: ნიუპრესი