ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 10 თვის მონაცემები
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების 10 თვის მონაცემებს აქვეყნებს:
2016 წლის იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38 392 510 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 37%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 88,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 14%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთის და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:
ჩინეთში – 138% (4 307 825 ბოთლი),
უკრაინა – 64% (4 212 110),
ბელარუსი – 57% (931 602),
დიდი ბრიტანეთი – 47% (74 188),
პოლონეთი – 44% (1 819 542),
რუსეთი – 40% (20 531 892),
ესტონეთი – 33% (516 048),
ყირგიზეთი – 17% (202 666),
იაპონია – 12% (141 774),
აშშ – 12% (234 616),
გერმანია – 11% (234 422),
კანადა 7% (157 860),
ლატვია 6% (978 762) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
რუსეთი (20 531 892)
ჩინეთი (4 307 825)
უკრაინა (4 212 110)
ყაზახეთი (3 019 147)
პოლონეთი (1 819 542).
ამასთან, გასულ 10 თვეში, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 129 158 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 16,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 148,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 10 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 115,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა – ზრდამ 28,2% შეადგინა.
ინფორმაციისთვის:
2016 წლის 10 თვის მონაცემების შედარება 2012 წლის 10 თვესთან:
* ღვინის ექსპორტი
2016 წ. – 38 392 510 ბოთლი
2012 წ. – 13 373 826 ბოთლი
ზრდა – 187%
თანხაში:
2012 წ. – 57, 5 მლნ აშშ დოლარი
2016 წ. – 88,3 მლნ აშშ დოლარი
ზრდა – 53%
* ბრენდის ექსპორტი
2012 წ. – 4 694 304 ბოთლი
2016 წ. – 7 129 158 ბოთლი
ზრდა – 51%
თანხაში:
2012 წ. – 14 მლნ აშშ დოლარი
2016 წ. – 16,3 მლნ აშშ დოლარი
ზრდა – 17%
ავტორი: ნიუპრესი