რძისა და რძის ნაწარმის კონტროლის შედეგად 508 სამართალდარღვევა გამოვლინდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის ნაწარმის კონტროლი გააძლიერა. 2024 წლის 5 თვეში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან 6729 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, რის შედეგად 508 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ყველისა და რძის სხვა პროდუქტების ნიმუშებს იღებენ. 2024 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან უკვე განახორციელა 6729 სახელმწიფო კონტროლი. შედეგად გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები", -აცხადებს უწყება.
ავტორი: ნიუპრესი