|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სააპელაციო სასამართლოში ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა დაიწყო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა დაიწყო. პროცესს მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე უძღვება. იმის გამო რომ საქმეს მხოლოდ ერთი მოსამართლე უძღვება, ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა და განაცხადა, რომ უმჯობესია საქმე სამმა მოსამართლემ განიხილოს და არა ერთმა.

"ეს არის რთული საქმე და მიმაჩნია სამი მოსამართლის შემადგენლობით განხილვა ჯობდა"- განაცხადა ალექსანდრე თათელიშვილმა. მისი შუამდგომლობა სასამართლომ არ გაიზიარა

 ადვოკატმა ასევე მოითხოვა, რომ  ირაკლი მერკვილაძე დაცვის მხარესთან ერთად იჯდეს სხდომაზე, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს არის ბადრაგის გადასაწყვეტი.

ადვოკატ ალექსანდრე თათელიშვილის ინფორმაციით, დაკავებული ექიმი დღეს სააპელაციო პალატის წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგება, სადაც ფაქტის შესახებ ისაუბრებს.  დღეს შესავალი სიტყვით წარსდგება ბრალდების და დაცვის მხარეც. 

ირაკლი მერკვილაძის ინტერესებს ორი ადვოკატი იცავს. შეგახსენებთ, ირაკლი მერკვილაძე იანვარში დააკავეს, მას ბრალად გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი