საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე პარტიებს 14 მილიონ ლარზე მეტი ჩაურიცხეს
საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, 27 აგვისტოდან დღემდე, საარჩევნო სუბიექტების ნაწილმა, ჯამში, 14 259 594,4 ლარის შემოწირულება მიიღო.
კერძოდ, როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადებიდან დღემდე 5 354 740 ლარი ჩაერიცხა.
„კოალიციამ ცვლილებისთვის“ შემოწირულების სახით 4 442 273,4 ლარის შემოწირულება მიიღო.
კოალიციას „ძლიერი საქართველო“ - 3 736 463 ლარი ჩაერიცხა.
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობამ“ - 614 969 ლარის შემოწირულება მიიღო.
პარტიას „საქართველოსთვის“, 27 აგვისტოდან დღემდე 111 149 ლარი ჩაერიცხა.
ავტორი: ნიუპრესი