|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით რეგიონული მედიისთვის ტრენინგი გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით ქუთაისში ტრენინგი გაიმართა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მედიას საარცევნო კოდექში შესული ცვლილებები და საარჩევნო გარემოს გაშუქების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ტერნერებმა საარჩევნო პროცესების გაშუქების შესახებ  კოდექსში შესული  ცვლილებები გააცნეს ჟურნალისტებს. ტრენინგი საარჩევნო გარემოს, გენდერულ საკითხებს, შშმ პირებსა და უმცირესობების საკითხებს შეეხებოდა. მათი განცხადებით, მედიას აქვს ფუნქცია ამომრჩეველს მიაწოდეს გადამოწმებული ინფორმაცია.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ადმინისტრაციული რესურის გამოყენების ფაქტებსა და ამ შემთხევევბის არიდების საკითხებზე. მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია, რა შემთხვევაში ითვლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დარღვევად.

რეგიონული მედიის წარმოამდგენელების განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მოსმენა. რადგან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს იცოდნენ მათი უფლელები და ვალდებულებები. შეხვედრაზე ქუთაისის და იმერეთის მუნიციპლაიტეტებში მოქმედი მედის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი