სააღდგომო ნობათს 2 785 ბენეფიციარი მიიღებს
"სოციალური ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები სასურსათო ნობათს კვლავ მიიღებენ.
მერიის მიერ გამოცხადებულ 77 030.8 ლარიან ტენდერში კვლავაც შპს "ტენდერ 123"–მა გაიმარჯვა.
ის ვალდებულია ,,სოციალური ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისათვის სასურსათო ნობათების შესყიდვა და მიწოდება საკუთარი ხარჯებით მოახდინოს 10 აპრილიდან, ასევე უზრუნველყოს აღნიშნული სურსათის დაპაკეტება.
ქუთაისის მერიის სააღდგომო ნობათს 2 785 ბენეფიციარი მიიღებს.
პროდუქტის მისაღებად ბენეფიციარებს აღმაშენებლის გამზირზე, ფოლკლორის სასახლის მიმდებარე მოუწევთ მისვლა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი