|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საახალწლო ღონისძიებებისთვის 16 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

რა თანხა დაუჯდა ბიუჯეტს ქუთაისის საახალწლო ღონისძიებების მოწყობა, უცნობია. მერიის შესყიდვებში მხოლოდ მუსიკოს ნიკა ნიკვაშვილისათვის 53 572 ლარის გადახდის შესახებ ინფორმაცია იძებნება. 21 დეკემბრის ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზეა გამართული კონცერტის მონაწილე შემსრულებლიისთვის გადახდილი თანხის ოდენობა კი უცნობია. 

საახალწლო ღონისძიებები ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რისთვისაც მთავრობას 15 მილიონ 800 ათასი ლარი გამოყო. თანხა კონცერტებსა და საახალწლო სოფლებზე გაიწერა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 65 მუნიციპალიტეტში მოეწყო. კონცერტების მოწყობასა და მომღერლების ჰონორარებისთვის ბიუჯეტიდან 528 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ 100-ზე მეტმა მუსიკოსმა უარი განაცხადა სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე.

რაც შეეხება საქახალწყო  განათებებს, ქუთგანათების სერვისისმა ტენდერი ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოაცხადა და 126.254 ლარი გადაიხადა ილუმინაციებსა და ნათურებში. გამარჯვებული შპს დანდია.

ავტორი: