|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საახალწლოდ იმერეთის გუბერნიამ 11 570 ლარის დანამატი გასცა

გასული წლის დეკემბერში იმერეთის გუბერნიაში საახალწლოდ პრემია არ გაცემულა, თუმცა გუბერნიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ გუბერნიამ საახალწლოდ თანამდებობის პირებსა თანამშრომლებზე დანამატის სახით 11 570 ლარი გასცა.

დანამატის სახით 2 950 ლარი გაიცა იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის სახელზე.  

8 620 ლარი გაიცა 28 თანამშრომელზე (მათ შორის ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები), თითოეულმა საახალწლოდ 270-270 ლარი მიიღო.

რაც შეეხება 2017 წლის მთლიან მონაცემებს, იმერეთის გუბერნიაში 121 682 ლარის დანამატი გაიცა. 

დანამატის სახით  წლის განმავლობაში იმერეთის გუბერანტორმა გივი ჭიჭინაძემ 35 400 ლარი მიიღო.

5 400 ლარით განისაზღვრა მერის მოადგილის გრიგოლ დალაქიშვილის დანამატი.  ამავე პოზიციაზე ყოფინასას  2 637, 50 ლარი მიიღო იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერის პოსტზე დასახელებამდე 2 487, 50 ლარი მიიღო გიორგი ჭიღვარიამ, რომელიც ვიცე-გუბერნატორის პოსტს იჭერდა.  13 500 ლარი მიიღო პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიდრე ჭიათურის მერის პოსტზე კანდიდატად დასახელდებოდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი