"საბა" პოლიტიკური, თუ რაღაც სხვა მოსაზრებების გამო მბლოკავს - თეონა დოლენჯაშვილი
ლიტერატურული პრემია „საბა“ პოლიტიკური, თუ რაღაც სხვა მოსაზრებების გამო მბლოკავს, -ამის შესახებ მწერალი და ჟურნალისტი თეონა დოლენჯაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, პრემია რომელიც მწერლებისთვის შეიქმნა, სისტემური უსამართლობის პროცესად და სახედ იქცა.
„ძალიან გული მწყდება, რომ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობო ლიტერატურული პრემია ,,საბა"-ს! პრემიას, რომლის ორგზის ლაურეატი ვარ და რომელიც უკვე მესამედ ჩემი პოლიტიკური, თუ რაღაც სხვა მოსაზრებების გამო მბლოკავს.
“საბას”, რომელმაც გადაუხვია თავის უმთავრეს ადამიანურ და ლიტერატურულ ღირებულებებს და დაივიწყა ის, რისთვისაც შეიქმნა.
ამ პრემიის სათავეებთან იყვნენ დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი, რომელიც შექმნა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც დღეს ასევე ოპოზიციაშია და სდევნიან.
დრო და ისტორია თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს. მწერლები პრემიებისთვის არ წერენ, მაგრამ პრემია რომელიც მწერლებისთვის შეიქმნა, მწერლებისთვის აღარაა და სისტემური უსამართლობის პროცესად და სახედ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ
როგორც უსამართლო სასამართლო სისტემის მიერ წარმოქმნილ მონსტრ მოსამართლეებს ვერ მოვთხოვთ პასუხს, რადგან დამნაშავე სისტემაა, მაინც მტკიცედ მოვითხოვ, ჟიურის წევრებმა (კონკრეტულად იმ სამმა ადამიანმა, რომელზეც მთელი წლის ლიტარატურული მოსავალი ჰკიდია) აიღონ პასუხისმგებლობა და დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილებები!“- წერს თეონა დოლენჯაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თეონა დოლენჯაშვილმა ლიტარატურული პრემია საბა 2006 წელს მიიღო წიგნისთვის „იანვრის მდინარე“, 2008 წელს კი რომანისათვის „მემფისი“. მისი ნაწარმოებები თარგმილია რამდენიმე ენაზე.
აღსანიშნავია, რომ თეონა დოლენჯაშვილი პარტია „ლელოს“ მხარდამჭერია.
ავტორი: ნიუპრესი