|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნებთში მოკლული 41 წლის კაცს ქუთაისში გადმოასვენებენ

საბერძნეთში მოკლული 41 წლის შოთა თევდორაძე წარმოშობით ქუთაისელია. ის საბერძნეთში ოჯახთან ერთად წლების წინ წავიდა.

სახლში ამ დროისთვის გარდაცვლილო დედა იმყოფება, რომელიც მედიასთან არ საუბრობს. ახლობლების თქმით, გარდაცვლილი კარგი პიროვნება იყო და მათთვის უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი.

ამბობენ, რომ გარდაცვლილს ქურდულ სამყაროსთან წლების წინ კავშირი ქონდა.

41 წლის კაცი საბერძნეთში გუშინ ცოლ-შვილის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გარდაცვლილს ქუთაისში რამდენიმე დღეში გადმოასვენებენ. 

ავტორი: ნიუპრესი